საინტერესო

ქართველი მეცენატი, რომელმაც საკუთარი მილიონები ეროვნულ საქმეს მოახმარა

ეს სახლი დედას აუშენა

სოფელ სუჯუნაში( აბაშის რაიონი) გახლავთ ეს სახლი, რომელიც 1915 წელს იტალიელებმა დააპროექტეს. სამეგრელოს ერთ პატარა სოფელზეა საუბარი. ეს სახლი უდიდესი ქართველის, მეცენატის, ეროვნული საქმეების დამფინანსებლის აკაკი ხოშტარიასი გახლდათ, რომელიც დედას აუშენა.
თავად აკაკიც ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა.
აკაკი ხოშტარია გახლდათ ბაქოსა და ირანში მსხვილი სანავთობო კომპანიის დამაარსებელი და ექსპორტიორი უამრავ ქვეყანაში. ასევე სტამბულში იყო „ხოშტარია ბანკის“ დამაარსებელი. მოკლედ ძალიან მდიდარი კაცი. მთელი თავის ქონება მან ეროვნულ საქმეს მოახმარა.
აფინანსებდა საქართველოს პირველ დემოკრატიულ მთავრობას, რომელსაც ბოლომდე ინახავდა საფრანგეთში ემიგრაციის დროს (თავადაც საფრანგეთშია დაკრძალული, პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ჰიუგოს, მოდილიანისა და ოსკარ უაილდის გვერდით). დამოუკიდებელ საქართველოს შეუძინა 4 სამხედრო გემი. სწორედ მან იყიდა აუქციონზე სარაჯიშვილების სახლი, რომელიც შემდეგ გადასცა სახელმწიფოს (სადაც დღემდე მწერალთა კავშირია). აბსოლუტურად ყველა სტუდენტს აფინანსებდა, ვინც ევროპაში სწავლობდა. მაშინდელი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმისთვის ბაქოდან გადმორიცხა 8 ათასი მანეთი. მოკლედ ძალიან მაგარი კაცი იყო და უდიდესი ქართველი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close