საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ, თან მკაცრად!

,,საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო - ტყუილია, არ გაგვიუქმებია!"

   დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კანონში შეიტანეს ცვლილება და საჯარო მოსამსახურეებს აღარ მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა. მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ ფბ გვერდზე პოსტი  გამოაქვეყნა.
,, საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება).
რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ, თან მკაცრად!
რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა! მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა ამ მიმართულებით, შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება, არ იქნება ისე ცუდი, ადგილობრივების დასაქმების სავალდებულოობის კონტექსტში ????
უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლო-ბოლო, თუ აუცილებელი იქნა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close