პოლიტიკა

,,გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ ის წალეკავს ოლიგარქიულ რეჟიმს”

,,როდესაც წყალი ჯებირს გაარღვევს, მისი შეჩერება შეუძლებელია..."

აქცია-სანქცია
როდესაც წყალი ჯებირს გაარღვევს, მისი შეჩერება შეუძლებელია, ასეა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ ხალხის პროტესტმა რეჟიმის წინააღმდეგ იმ მაშტაბს მიაღწია, რომ გადავიდა ახალ თვისობრიობაში და მისი შეჩერება შეუძლებელია. ის გაარღვევს ჯებირად ქცეულ დანაშაულებრივ-ოლიგარქიულ რეჟიმს და წალეკავს მას.
მაგრამ ძალაუფლებით გაბრუებული, დიდი ფულით ხარბად ქცეული და ჩადენილი დანაშაულის გამო მოსალოდნელი სასჯელით შეშინებული ოლიგარქი ყველაფერზე წამსვლელია. ძალაუფლების შენარჩუნებას ეგზისტენციალურ მნიშვნელობას ანიჭიბს და სამოქალაქო დაპირისპირებასაც არ მოერიდება.
ამიტომ, აუცილებელია კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერა ოლიგარქის სანქცირებით, რათა მას გამოეცალოს ის რესურსი, რითაც დღემდე მოახერხა სახელმწიფოს მიტაცება, ხოლო დანარჩენს ქართველი ხალხი გააკეთებს.
გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close