საზოგადოება

,,ტრაგედიები ყოველდღიურობად იქცა”

,,გლოვის დღეების ოპერატიულად გამოცხადებისა და ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე მაყუთების კეთების გარდა, არაფერი ისწავლეს"

   ტრაგედიები ყოველდღიურობად იქცა, მათ შორის იმიტომაც, რომ პასუხს ხან მედიას თხოვენ ამაზე, ხან სტიქიას, ხან ბედს, ხან მსხვერპლს, ხან იმით იმშვიდებენ თავს, რომ ასეთები ყველგან ხდება.
კი, ყველგან ყველაფერი ხდება, მაგრამ ზოგან სწორი რეაქცია შემდგომი ტრაგედიის ალბათობას ძალიან ამცირებს და ზოგან კიდევ, (მაგ. ჩვენთან,) გულისამრევი არაკომპეტენტურობისა და პოპულიზმის ნაზავი ამ ალბათობას ზრდის
ხელისუფლების დებილი კოლექტიური სიფათი, ზედ ყალბი საქმიანობა რომ დასთამაშებს, ასეთ დროს განსაკუთრებით სასოწარმკვეთია. მის არასწორ რეაქციასა და შემდეგ ტრაგედიას შორის ხალხი ისევ ვერ დაინახავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს და ამიტომ გლოვის დღეების ოპერატიულად გამოცხადებისა და ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე მაყუთების კეთების გარდა, არაფერი ისწავლეს.და არც აპირებენ.
ქეთი დევდარიანი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close