საზოგადოება

სოსო აღარ გვყავს…- საუკეთესო მეგობარი, კოლეგა და რედაქტორი დავკარგეთ ჟურნალისტებმა

გაზეთ ,,ახალი თაობის” დამფუძნებელი და რედაქტორი, სოსო გოგინაშვილი გარდაიცვალა.

ჟურნალ ,,სარკეში” გავიცანი, მანამდე მიუწვდომელ, მკაცრ რედაქტორად წარმომედგინა. არადა, უშუალო, საქმიანი, მეგობრული და მხიარული ხელმძღვანელი აღმოჩნდა. პროფესიონალი ადამიანი დაკარგა ქართულმა ჟურნალისტიკამ. მის მხრებზე იდგა არაერთი ბეჭდური გამოცემა- ჟურნალი ,,სარკე”, გაზეთი ,,ახალი თაობა”… კარგი მეგობარი და კოლეგა დავკარგეთ ჟურნალისტებმა. ის აუცილებლად დააკლდება მკითხველს და დაგვაკლდება ყველას, ვისაც გვიყვარდა და პატივს ვცემდით. სოსო გოგინაშვილი- ქართული ჟურნალისტიკის სამაგალითო პატრიარქი იყო. ნათელი მის სულს, გამძლეობა მის ოჯახსა და ახლობლებს. ვუსამძიმრებ ყველას… მისი იმქვეყნად უდროოდ წასვლა, ძალიან მეტკინა.

ნელი ვარდიაშვილი

სოსო გოგონაშვილი 63 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1980-1986 წწ. იყო 30-ე საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1981-1994 წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წლიდან გაზეთ “ახალი თაობის” მთავარი რედაქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ნათესაობის სისტემა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში”, დაიცვა 1989 წელს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close