პოლიტიკა

,,რეალურად, რატომ დატოვეს ხუნდაძემ, ყაველაშვილმა და სუბარმა საპარლამენტო უმრავლესობა”

,,კულუარული ამბები, როგორ გგონიათ, რა იქნება?"

ახლავე გეტყვით, რა თამაში დაიწყო “ოცნებამ” ანუ რელურად რატომ დატოვეს ხუნდაძემ, ყაველაშვილმა და სუბარმა საპარლამენტო უმრავლესობა.
როგორც მდინარაძემ გვითხრა, მათი პრეტენზია ყოფილა: ხელისუფლებას რომ წარმოვადგენთ, ყველაფერს ვერ ვამბობთ ხმამაღლა, რადგან გარკვეული უხერხულობა იქმნება და ასე უფრო თავისუფლად ვილაპარაკებთ კულუარულ ამბებზეო.
და ეს კულუარული ამბები, როგორ გგონიათ, რა იქნება?
როგორ გვაძალებს ამერიკა და დასავლეთი ომში ჩართვას. აი, ეს იქნება, ჩემი მოკრძალებული აზრით.
ანუ ესენი ბრალს დასდებენ დასავლეთს, ხოლო ხელისუფლება იტყვის, ეგენი ჩვენთან არ არიან, ჩვენ მაგათ, დაჟე არც კი ვიცნობთო.
ესაა მთელი ამბავი. _ წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ,,ქართული ოცნება” დატოვა პარლამენტის უმრავლესობის სამმა წევრმა: დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და ყაველაშვილმა.
დიმიტრი ხუნდაძის პირველი კომენტარი პარტიიდან წასვლის შესახებ:,,ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები, ჩვენ “ქართულ ოცნებასთან”, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეალობაში.
ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს. ის ინფორმაცია რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან”.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close