ჯანდაცვა

რა წერია რეგულირების სააგენტოს დასკვნაში, რის გამოც იაშვილის კლინიკამ პაციენტების მიღება შეწყვიტა

იაშვილის კლინიკამ დროებით, სტაციონარული პაციენტების მიღების შეწყვეტა რეგულირების სააგენტოს დასკვნიდან გამომდინარე მიიღო. დასკვნაში ნათქვამია, რომ კლინიკაში დარღვეულია ინფექციის კონტროლის მექანიზმები, ამიტომ, ინფრასტრუქტურული საკითხების მოსაგვარებლად, კლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის განცხადებით, ღამის 12 საათიდან იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აღარ ახორციელებს. ეს დაკავშირებულია კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას, მანამდე პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული.

სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი.

ჩვენ დღეს გვექნება კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება.

პედიატრიული პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალურად შექმნილი 24-საათიანი ცხელი ხაზი: 2 600 600.

წყარო: rustavi2.ge

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close