პოლიტიკა

,,თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, მზად ვარ, შევიდე პარლამენტში”

,,ჩვენ გავაკეთებთ გამოკითხვას სოციალურ ქსელებშიც..."

 შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიის გადაწყვეტილების შემთხვევაში პარლამენტში შევიდეს.
 “პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და იქ კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ. რა თქმა უნდა, ამის თანახმა არა ვარ. სიის ანულირება მოხდა, მაგრამ მე ხომ არ შემიწყვიტეს მანდატი. ხელფასს არ ვიღებ.
ეს ჩემი პირადი სურვილი არ არის, შეიძლება ჩემი ტრაგედიაც იყოს, რადგან 25 წელია ვიბრძვი, რომ უმრავლესობით მოვიდე და ხალხს რაღაცა გავუკეთო – ღარიბს შვება მივცე, უმუშევარს სამუშაო ვაშოვნინო, სწავლის მსურველს განათლების საშუალება მივცე, ავადმყოფს წამალი მივცე, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინო…
ამას უნდოდა უმრავლესობით მოსვლა და არა ერთი დეპუტატის შეკინკილება იქ, ეს ჩემთვის არის სიკვდილი და შეურაცხყოფა, მაგრამ როცა ხალხის ინტერესებზეა საუბარი, პირადი ემოცია მეორეხარისხოვანია, ამიტომ მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა, თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ გამოკითხავს სოციალურ ქსელებში” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close