საზოგადოება

,,შემაშფოთებელი ჭორები მოდის ვლადიმერის ბოლო დღეების შესახებ”

,,20 ივნისს კიდევ ერთხელ გავუშვებთ რუსკი კარაბლზე გავრილოვსა და პუტინს"

ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალს გენიალურ ტაქტიკურ სვლას. კრწანისიდან უკანდახეული და მხარზე ДШК გადაკიდებული ელისაშვილი ერეკლე მეფესთან ერთად გადმოცურავს მტკვარს და შეუერთდება რიყეზე დაბანაკებულ სალომე ზურაბიშვილის ლაშქარს. ამ დროს ერეკლე მეორეს მოუსვენრობა და მოლოდინი აიტანს, მივა თუ არა გაერთიანებულ ლაშქართან იქვე, შორიახლოს, მისივე სახელობის მოედანზე, ,,ქართული ოცნების” ოფისში მყოფი ალუდა ღუდუშაურის რაზმი. ალუდასგან 30 მეტრზე, გვერდით, საპატრიარქოს ეზოში ანდრია ჯაღმაიძეს მოკლე თოკით ჰყავს დაბმული კოკა მორგოშია. ამასთან, შიკრიკების საშუალებით ყოველწუთიერად იღებს ცნობებს, რა ხდება რიყეზე, რომ ვითარების შესაბამისად იმოქმედოს, როდის აუშვას ან აუშვას თუ არა საერთოდ ვერსაჩეს მაისურში გადაცმული და ტაძრად მისული ,,მგელი იგი” – კოკა. მთლიან სურათს, ამ ,,პატარა ტრიუკს” სოლოლაკის შუშის სასახლის სახურავზე მოწყობილი ვერტმფრენის მოედნიდან თვალს ადევნებს ბიძინა ივანიშვილი და ფიქრობს, რა ბრძანება გაუგზავნოს ალუდა ღუდუშაურს.
ეს ყველაფერი ხდება 16 ივნისის საღამოს, როცა მესამე რომიდან შემაშფოთებელი ჭორები მოდის ვლადიმერის ბოლო დღეების შესახებ. ასეთი ცნობები ადრეც ბევრჯერ ყოფილა, ამიტომ დიდად არავინ აქცევს ყურადღებას.
როგორც კი ძველი თბილისის შუაგულში განვითარებულ ამ მისტერიასა და დიდებულ ისტორიულ წამს შეიგრძნობს, ევროკომისია დაიწყებს უკვე გამზადებული ტექსტის გადაკეთებასა და ახალი რედაქციის წერას, რომ როგორმე დილამდე მოასწროს და ელისაშვილის მიერ ისტორიის შემოტრიალებულ ჩარხს მოარგოს თავისი დასკვნა.
ეს ხდება 16 ივნისს.
ერთი სიტყვით, ნამდვილი აქცია 20 ივნისსაა. რუსთაველზე. სახელწოდებით ,,შინ – ევროპისკენ”. 3 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გავუშვებთ რუსკი კარაბლზე გავრილოვსა და პუტინს, მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას, რომ უარს ვამბობთ რუსულ მმართველობაზე და ჩვენი ევროპული მისწრაფება ურყევია.წერს ჟურნალისტი ვახო სანაია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close