საზოგადოება
,,საჯაროდ რომ დასაჯა პარტიამ საკუთარი დეპუტატები ხელისუფლების დავალებით, პირველად ბორჯომში მოხდა”
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშცილის განცხადება:
,,ქართულ პოლიტიკას ახსოვს ბევრი სუპერ-სიბინძურე, გაყიდვა, ღალატი, შეთქმულება, მტერთან ღია გარიგება და სხა მრავალი, მაგრამ ის, რომ ზნეობისათვის, სიმართლისათვის, მოუსყიდველობისთვის საკუთარ პარტიას ხელისუფლების დავალებით, ასე საჯაროდ დაესაჯოს საკუთარი დეპუტატები, პარველად მოხდა დღეს ბორჯომის სინამდვილეში.
მთელი პასუხისმგებლობა ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური საკრებულოს განადგურებისათვის ეკისრება პატრიოტთა ალიანსის ცენტრალურ ხელმძღვანელობას და ეს უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მათი მილიონებით დაფინანსება რუსეთიდან თუ ივანიშვილისგან. საინტერესოა, რა ხასიათზეა ახლა მათი გონებადაბნელებული ამომრჩეველი?”