სხვა

„სახლში დედაც მე ვარ და მამაც“

ვერიკო ტურაშვილი: „სასაცილოა იმის თქმა, რომ ყველაფერი იდეალურად გავაკეთე, მაგრამ მგონია, მაქსიმუმი შევძელი“

მომღერალ ვერიკო ტურაშვილს ორი გოგონას გაზრდა მარტო უწევს. ლიზა უკვე 21 წლისაა, ნატაშკა კი  10 წლის არის. შვილების ცხოვრებაში ბოლომდეა ჩართული, დროს ყოველთვის პოულობს, რომ მათ ყურადღება არასოდეს მოაკლდეთ. მომღერალი „ფორტუნასთან“ ყვება:

.

-მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი, როცა ლიზა შემეძინა, უფრო მეტ სიმკაცრეს ვიჩენდი. მაგალითად, დავამთავრებინე მუსიკალური სასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო მინდოდა ეს, ვიდრე მას. ნატაშკასთან არ მოვეშვი, მაგრამ უფრო მეტად ვუსმენ, მას რა სურს…

ჩვენს სახლში დედაც მე ვარ და მამაც, ყველაფერს მე ვაკონტროლებ, ლიზა უკვე დიდი გოგოა და დამოუკიდებელია. ლიზა არის გონიერი ადამიანი, მასთან რაღაცების არ მეშინია. მასთან უფრო მოვეშვი, სიმკაცრის ელემენტები შეიძლება მქონდეს, მაგრამ არა დიდი დოზით. ჩემი პროფესია დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, მაქსიმალურად ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ, რომ ბოლომდე ვიყო ჩართული შვილების ცხოვრებაში.

სასაცილო იქნება იმის თქმა, რომ ყველაფერი იდეალურად გავაკეთე, მაგრამ მგონია, მაქსიმუმი შევძელი. ამაზე ვიცინი ხოლმე, რაც უფრო ბევრი საქმე მაქვს, მით უფრო ბევრს ვასწრებ, მეტად პროდუქტიული ვარ, მეტის გაკეთების ინსპირაცია მაქვს, ვალაგებ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close