საზოგადოება

“სახეზე დაზიანებების დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული”_ დეტალები 17 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე

ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ვერსიაზე საუბრობს.

გაუჩნარებული ბიჭის და – თეონა დოლიძე ამბობს, რომ 17 წლის ბიჭმა თანატოლებთან ერთად 2 დეკემბერს იქეიფა და სახლში ნასვამ მდგომარეობაში სახის არეში დაზიანებებით დაბრუნდა. ამ ინციდენტის შემდეგ, ის 7 დეკემბერს გაუჩინარდა.

„ჩემი ოჯახი ხელს არავის არ ადებს. ჩემი ძმა ნაცემი იყო და მისი გაუჩინარებას სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია, ძალიან ბევრი გაურკვეველი ფაქტია. ჩემი ძმა 2 დეკემბერს სახლში ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანეს, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ბავშვს სახეზე დაზიანებების დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული. გამოძიება უნდა დაიწყოს იმ კუთხით, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. თავდაპირველად ჩემი ძმის გაუჩინარებას “ლურჯ ვეშაპს“ ვუკავშირებდით, თუმცა პოლიციამ გადაამოწმა და ჩემი ძმა აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირებული არ არის. 2 დეკემბერს ჩემმა ძმამ ვისთან ერთადაც იქეიფა იმ ადამიანების დაკითხვას ვითხოვ. ბავშვს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. კლასელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა რა დროს რა მოხდება არ ვიცით. მამაჩემს 2 დეკემბერს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ორ საათში დაზიანებული სახით მიიყვანეს. პოლიციას მოვუყევი 2 დეკემბერს მომხდარი შემთხვევის დეტალები. სახეზე იმდენი დაზიანება ჰქონდა, ერთი დაცემით როგორ შეიძლება მომხდარიყო? ჩვენ ფაქტები ხელთ გვაქვს და გამოძიებას ვითხოვთ“,- განაცხადა გაუჩინარებული მოზარდის დამ.

თავდაპირველად ოჯახი შვილის გაუჩინარებას თამაშს „ლურჯს ვეშაპს“ უკავშირებდა. როგორც მამა ამბობდა, კომპიუტერის ეკრანზე მის შვილს ვეშაპის ფოტო ჰქონდა დაყენებული.

ქობულეთში, სოფელ დაგვაში მე-12 კლასელს 7 დეკემბრიდან ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close