სხვა

„საშიშ დიეტებს აღარ ვიცავ“

როგორ ინარჩუნებს სასურველ ფორმებს ოთხი შვილის დედა - „ოთხივე ორსულობაზე 35 კილო მოვიმატე“

მოდელი რუსა ჩაჩუა ოთხი შვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მეორედ რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთანაც ორი შვილი ჰყავს.

თუ როგორ ინარჩუნებს სასურველ ფორმებს ოთხი შვილის დედა, ამის შესახებ რუსა ქალებს რჩევას უზიარებს:

.

თავს ვუვლი, მაგრამ არა მარტო დიეტით. უკვე 30 წელს ვარ გადაცილებული და აუცილებელია ვარჯიში, რომ ჩემს მეუღლეს ლამაზი ცოლი ჰყავდეს, ჩემს შვილებს – ჯანმრთელი დედა. ბუნებრივი ფერის თმა მაქვს, კანზე კი ნელსაცხებლებს ვისვამ. ხელოვნური ჩარევები ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ თუ დამჭირდება, აუცილებლად მივმართავ.

ოთხივე ორსულობაზე, ყველა ბავშვზე 35 კილო მოვიმატე. თუ დიეტას არ იცავ, ვარჯიში ეფექტური არ არის და პირიქით, არც დიეტაა ეფექტური ვარჯიშის გარეშე. არც ის არის ნორმალური, რომ სულ იშიმშილო. ასე კი დაიკლებ წონაში, მაგრამ, სავალალოდ. კარგია, 6 საათის მერე თუ არ შეჭამთ, რაციონიდან ამოიღებთ ცომს და ტკბილეულს, შემწვარ და ცხიმიან კერძებს, მიიღებთ ჯანმრთელ პროდუქტებს. უმჯობესია, დაკლების პროცესი იყოს ხანგრძლივი, უფრო ჯანმრთელი და ორგანიზმისთვის უმტკივნეულო.ცდილობ, ცომეული არ ვჭამო, მხოლოდ სითხეები მივიღო. ტკბილეულიც ამოვიღე რაციონიდან და ერთ თვეში შემეტყო, წონაში დავიკელი. მსუბუქად, კარგად ვგრძნობ თავს. ორგანიზმისთვის საშიშ დიეტებს აღარ ვიცავ”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close