პოლიტიკა

“საქართველო კვლავ გახდა აგრესიის მსხვერპლი”

“საქართველო კვლავ გახდა აგრესიის მსხვერპლი, ამჟამად აზერბაიჯანისგან. ალიევის კორუმპირებულმა რეჟიმმა, რომელმაც ვერ დაიბრუნა ყარაბაღი და თავის ქვეყანაში დაამყარა დიქტატურა, დღეს ამ ნაკლოვანების კომპენსაცია საქართველოს ხარჯზე განიზრახა და გარეჯის მონასტერთან შემოიყვანა შეიარაღებული ძალები, რაც წარმოადგენს გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების უხეშ დარღვევას, აგრესიის და ოკუპაციის ფაქტს. ჩვენ მივმართავთ გაეროს უშიშროების საბჭოს, საგანგებო სხდომაზე განიხილოს ალიევის რეჟიმის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და ოკუპაცია, გაატაროს მკაცრი სანქციები ალიევისა და მისი კორუმპირებული მინისტრების მიმართ, რომლებიც ყველაფერთან ერთად, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ძმობას ებრძვიან. საქართველოს ხელისუფლებას კი მოვუწოდებ, გამოაცხადოს თვითდაშლა და ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, რადგამ მათ არც დაცვა შეუძლიათ და არც მართვა ამასთანავე, შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკებები საზღვრების დემარკაციაზე, სანამ დღის წესრიგში არ შევა საინგილოს პრობლემა, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკების მიერ უკანონოდ გადაეცა აზერბაიჯანს და სადაც დღემდე გრძელდება ქართული მოსახლეობის ეთნო-კულტურულ-სოციალური გენოციდი და დისკრიმინაცია. შეცვლილია გეო-პოლიტიკური ვითარება, ჩვენს გარშემო. ისტორიაში, პირველად მოხდა ძველი მტრების შერიგება და შეიქმნა რუსეთ-თურქეთ-ირანის სტრატეგიული ალიანსი. სამივე ამ ქვეყანასთან ალიევს მჭიდრო მეგობრული პარტნიორობა აქვს და ამ სამივე ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანმა ასეთი დაძაბული ფორმატით იცხოვრონ, რაც ბუნებრივია, არ მოხდება, თუმცა პროცესები, რომლებიც დავით გარეჯის გარშემო ტრიალებს, ანგრევს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას და ორ ხალხთა შორის ძმობის უზარმაზარ ტრადიციას. მოძმე აზერბაიჯანელი ხალხი ალიევის დანაშაულებრივ პოლიტიკასთან არაფერა კავშირში არაა. პატივს ვცემთ მეზობელ აზერბაიჯანელებს და გვიყვარს ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეები, ისე როგორც ყველა სხვა. სად გაგონილა ქრისტიანული ცივილიზაციის კერა, რომელიც მეორე იერუსალიმად ითვლება, იყოს ისლამური ცივიულიზაციის მემკვიდრეობა? ეს ისევე, შეუძლებელია, როგორც არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ისლამური კულტურის მემკვიდრეები ჩვენ დავასრულებთ საქართველოს დაგლეჯვას აგრესიული მეზობლების მიერ, როგორც კი ამ ხელისუფლებას მოვიცილებთ და ეროვნული იდეა გახდება წამყვანი.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close