პოლიტიკა

ლეიბორისტები, ივანიშვილისგან ჩამორთმეული ფულით, განათლების ფონდის დაწესებას აპირებენ

ლეიბორისტები ივანიშვილისგან ჩამორთმეული ფულით, რომელიც მან, მათი თქმით, ხალხს მოპარა, განათლების ფონდის დაწესებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. ,,მსოფლიოში ერთადერთი ყალბდიპლომიანი მთავრობის შემომქმედმა ოლიგარქმა ამჯერადაც მოხსნა სინასაარჩევნო დაპირებების გუდას პირი და ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობით, ინტელექტუალურ რევოლუციას შეგვპირდა. ეს მაშინ, როდესაც მილიარდელმა ახალგაზრდობა და განათლება მოწყვიტა ერთმანეთისგან და მათ გზა მისცა კაზინოებისკენ, ნარკოსამყაროში და ემიგარციისკენ. რა თქმა უნდა, ის არაფერს გააკეთებს და ვეღარც ვერაფერს მოასწრებს. სამაგიეროდ, მისგან ჩამორთმეული, ჩვენგან მოპარული და უკნა დაბრუნებული მილიარდებით, ჩვენ შევქმნით განათლების ფონდს, რის შედეგადაც უმაღლესიდან გაძევებულ 50 ათას სტუდენტს დავაბრუნებთ უკან, მასობრივად გავაგზავნით ახალგაზრდებს საზღვარგარეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში, აღვადგენთ სტიპენდიების სისტემას, ხოლო უმაღლეს განათლებას გამოვაცხადებთ სახელმწიფო დაფინანსების ინსტიტუტად. საშუალო სკოლებში დავაწესებთ ერთჯერად უფასო კვებას ბავშვებზე. აი, ეს იქნება საგანმანათლებლო რევოლუცია, რომელსაც ივანიშვილი ვეღარ და აღარ გააკეთებს.“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

Related Articles

Back to top button
Close