მსოფლიო

,,საქართველოში შავი ჭირის ბუნებრივი კერა არსებობს”

მაგადასკარზე 230 ადამიანზე მეტი ჭირით დაავადდა, მათგან 33 გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯერ-ჯერობით რეგიონში გადაადგილებისგან შეზღუდვას არ აწესებს. ორგანიზაციამ რეგიონში უკვე გააგზავნა 1,2 მილიონი ვაქცინა, რომელიც 5 000 დაავადებულის სამკურნალოდ და 100 000 ადამიანის პრევენციისთვის არის საკმარისი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მაგადასკარზე გავრცელებულია ჭირის ყველაზე რთული ფორმა, რომელიც მკურნალობის გარეშე ადამიანის სიკვდილს იწვევს.

 

   როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა euronews.ge-ს განუცხადა, შავი ჭირი საქართველოს არ ემუქრება.

,,ჩვენ თვითონ გვაქვს შავი ჭირი ბუნებრივ კერად ჩვენს ქვეყანაში. ბოლოს, 1997 წელს დაფიქსირდა საქართველოში ეს შემთხვევა და კერა იყო თაგვებში. ეს არის ბუნებრივ კეროვანი დაავადება, ჩვენი კერა აქტიური არ არის.

შავი ჭირის კერები არის ყველა ქვეყანაში, ამიტომ საშიში არაფერია, ეს ბუნებრივი მოვლენაა. შავი ჭირის არ ეშინია თვით საფრანგეთსაც, რომელსაც პირდაპირი ფრენები აქვს მადაგასკართან” _ აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close