საზოგადოება

,,საქართველოში სათანადოდ დაცული არ არის ქართული ენა და ესენი, აფხაზური ენის დაცვაზე საუბრობენ”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების შესახებ. გიორგი თევზაძემ თქვა, რომ აფხაზური ენის ზრუნვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა და მასზე ზრუნვაც.

,,საქართველოს პრემიერ-მინისტმა მთავრობის სხდომაზე, 27 ოქტომბერი, აფხაზური ენის დღე მიულოცა აფხაზეთს. მისი განცხადებით, შეიქმნება აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები.

,,ვფიქრობთ, ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, იქნება გამოყოფილი შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება მის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის” _განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისასალმებელია, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგეენელი აკეთებს ასეთი სახის განცხადებას, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონის მცხოვრები მოსახლეობის ენის განვითარების შესახებ, მაგრამ როცა საქართველოში ჯერ სათანადოდ დაცული არ არის თავად ქართული ენა, რეალურად არ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები ქართული ენის დაცვის შესახებ, ქაღალდზე დარჩა ქართული ენის პალატის შექმნის იდეა, თითქმის უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში კერძო დაწესებულებების აბრებზე უმეტესწილად იგნორირებულია ქართულენოვანი წარწერები. მით უფრო იმ დასახლებებში, სადაც ჭარბობს ეროვნული უმცირესობების კომპაქტური დასახლებები.

მივმართავ ხელისუფლებას აფხაზური ენის დაცვისა და განვითრების სახელმწიფო პროგრამის შექმნასთან ერთად ასევე უმნიშვნელოვანესია პირველ ყოვლისა ქართული ენის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე ზრუნვა და შესაბამისი, სახელმწიფო პროგრამების განხორციელება არა ქაღალდზე, არამედ რეალურად, ცხოვრებაში და სხვადასხვა მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება. ამისათვის სახელმწიფომ უნდა გამოყოს შესაბამისი სოლიდური ბიუჯეტი. ასევე, პარალელურად ვიზრუნოთ აფხაზური ენის განვითარებაზე, თუმცა რამდენად განხორციელებადია ეს, როცა ამჟამად საქართველოს ძირძველი რეგიონი, აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და დროებით საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება მასზედ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების გაკეთებულ განცხადებაზე კი აფხაზეთში რუსეთის მიერ დასმული მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი თავის პასუხში ცინიკურ დამოკიდებულებას გამოხატავს. მათ გასაგონად აღვნიშნავ, სამწუხაროდ, იუნესკოს განცხადებით აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი, დღეს კი ოკუპანტი რუსეთის წყალობით, თავად ეთნიკურად აფხაზებს ემუქრება გაქრობა, რომლებიც აფხაზეთში ცხოვროვრობენ და აფხაზობენ, წარმოადგენენ აფსუა ეთნოსს, ეთნონიმი „აფხაზი“ ეტიმოლოგიური თვალსაზრისით ქართული წარმოშობის სიტყვაა და სხვა ხალხთა ენებშიც ქართულიდან გადავიდა სახელწოდება აფხაზი. ხოლო 1992 წლიდან დღემდე ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენლები და აფხაზეთში რუსეთის მარიონეტული ხელისუფლება ყველაფერს ცდილობენ, რათა აფხაზეთში წაშალონ ქართული კვალი. ამისათვის ქართული სამონასტრო კომლექსების გადაკეთებას და დანგრევასაც არ ერიდებიან… არც იუნესკოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე დაუხევიათ უკან, თუმცა ისეთი ისტორიული წყაროები, როგორიც არის სპარსული წყარო, თუ თვალს გადავავლებთ აღსანიშნავია ერთი დეტალი: X (მეათე) საუკუნის საქართველოში უმოგზაურია ცნობილ სპარს პოეტს აბუ მანსურ მუჰამად იბნ აჰმად დაყიყის, რომელიც საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებს თავის წყაროებში და ასეთ ისტორიულ წყაროების წაშლას ვერ შესძლებენ”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close