ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2-მდე გაიზარდა. ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილია 81 წლის ქალი, რომელსაც სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა. 81 წლის ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი მდგომარრეობა დამძიმდა.
წყარო: ghn.ge