,,ეს მერიის საიტზე დევს და ნარმანიას სიტყვები გარკვევით წერია ,,დავით ნარმანიას თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა”.
ვინ აგებს პასუხს დღევანდელისთვის? იქ რომ ვინმე დაღუპულიყო? ღმერთმა დაიფარა დღეს ის უდანაშაულო ხალხი. ამასთან რა მოსატანია, მაგრამ ახლა მერიის თანამშრომლებმა ისიც აღიარეს, რომ ქალაქის წინა ხელისუფლება თურმე ბაღის ბავშვებს ისეთ საკვებს აჭმევდა, რომელიც მათ ჯანმრთელობას ვნებდა.
რა ხდება? პასუხს ვინმე რამეზე აგებს?” _ აცხადებს ნატალია ხოხიაშვილი.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც 30 იანვარს, დილით ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. განახლებული მეტროსადგური 22 სექტემბერს დედაქალაქის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.
„ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა. მეტროსადგურში დაშავებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაშავებულთა შორისაა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ჟურნალისტი. დაშავებულებს საავადმყოფოებში სათანადო მკურნალობა უტარდებათ.
Back to top button