განათლება

“საქართველოში არ არსებობს კონდიცირებით უზრუნველყოფილი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი”

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მაღალი ტემპერატურის შესახებ აბიტურიენტების განცხადებებს, გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს.

“ჩვენ ქვეყანაში ვერავინ დამისახელებს შენობას ან შენობებს, სადაც ერთდროულად 10 ათასი აპლიკანტის მიღება შეგვეძლება და ამ 10 ათასი აპლიკანტისთვის შენობა სრულად კონდინცირებული და მოწყობილი იქნება ისე, რომ ჩვენ ამ შენობებში სექტორების გამართვა შევძლოთ. არც ერთ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში კონდინცირების სისტემა არ არის და რომ იყოს ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნებოდა”, – განაცხადა მიმინოშვილმა.

იმედი ნიუსი

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close