„გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთელს მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულად არ არსებობდა. რაც ვართ ისიც ოკუპაციითა და გენოციდით სხვა ერების მიმართ და რომ მომავალშიც არ გვაქვს უფლება, აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გვქონდეს სახელმწიფოებრიობის პრეტენზიები. ეს არის ყველაზე საშიში განცხადება, რაც კი ოდესმე რომელიმე ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაურს გაუკეთებია, ეს ნიშნავს იმას, რომ საკმარისია რეგიონალური კრიზისი, ან გლობალური გამწვავება დედამიწაზე, ან საკმარისია ჩვენმა მოკავშირეებმა ვეღარ მოიცალონ ჩვენთვის, რუსეთი აგრესიულ მეზობლებთან ერთად დაგვინაწილებს და წაგვიღებს ნაწილ ნაწილ.

იმისთვის, რომ ეს საფრთხე ავირიდოთ, აუცილებელია ორი რამ. პირველი, მთელს მსოფლიოს ვაღიარებინოთ, რომ ვართ ისტორიული დევნისა და გენოციდის მსხვერპლი სახელმწიფო და მეორე, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნა აშშ-ს სამხედრო ბაზა, თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით. სხვა შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს არსებობა დგას ოფიციალური საფრთხის წინაშე. პრეზიდენტ პუტინს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის სულელი და უჭკუო პოლიტიკოსი არ არის. მან იცის სად ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს და როდის ლაპარაკობს.

გაიხსენეთ როგორ დაიწყო საქართველოს დაშლა როდესაც სახაროვმა განაცხადა, რომ ჩვენ ვართ მცირე იმპერია და ვჩაგრავთ პატარა ერებს. აი მაშინ დაიშალა საქართველო. გუშინდელი განცხადება პუტინის ეს იყო სახაროვი ორი. ახალი ეტაპი საქართველოს დაშლისა,“-განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...