ჯანდაცვა

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდეჭერას უცხადებს კონსილიუმს

,,მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა"

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს:
,,გართიანების წევრი ასოციაციებისთვის მიუღებელია ბატონი ირაკლი კობახიძის განცახადება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე.
აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ექიმებზე ზეწოლის უპრეცენდენტო ფაქტს.
კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაწალკვალიფიციური სპეციალისტები თავის დარგში და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეტილდღეობით და ჯანმრთელობით.
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდეჭერას უცხადებს კონსილიუმს.
მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close