საზოგადოება

“საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდეს ქალაქი სოხუმი, ხოლო საპარლამენტო ცენტრად ქალაქი ცხინვალი”

საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდეს ქალაქი სოხუმი, ხოლო საპარლამენტო ცენტრად ქალაქი ცხინვალი,“ – ეს განცხადება „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა შოთა შალელაშვილის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების მოწოდებასთან დაკავშირებით გააკეთა.

შოთა შალელაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრემიერს მსგავსი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. რამაც გიორგი კვირიკაშვილის და მმართველი გუნდის წევრების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.

შალვა ნათელაშვილი ამის საპასუხოდ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საქართველოს დედაქალაქად სოხუმი გამოაცხადოს.

„კატეგორიულად მოვითხოვ ფულის მშოვნელი ხელისუფლებისგან, სასწრაფოდ შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილებები. საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდეს ქალაქი სოხუმი, ხოლო საპარლამენტო ცენტრად ქალაქი ცხინვალი. ცხინვალთან დაიწყოს საპარლამენტო შენობის აგება დაუყოვნებლივ, ამას არ გააკეთებენ დღეს, ჩვენ გავაკეთებთ ხვალ,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close