ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია

21 დეკემბერი, 2021– საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმატებით დასრულდა. კონკურსის მიზანს ჰარვარდის რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება წარმოადგენდა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დასკვნით ეტაპზე კი, 7 ფინალისტ გუნდს შორის 3 გამარჯვებული გმოვლინდა. პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, “Tenerequerte“-მ დაიკავა, მეორე – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა „Goal Diggers“, ხოლო მესამე ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდ „Strategists“-ს ხვდა წილად. გამარჯვებულებს 11,000, 6,000 და 3,000 ლარის მოცულობის ფულადი პრიზები გადაეცათ.

გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორების რჩეულ გუნდს, „Omega”-ს, ჩართულობის და შრომის დასაფასებლად Producers’ Award გადაეცემა.

კონკურსის თითოეულ ეტაპზე გუნდებმა ჰარვარდის ბიზნეს ქეისებზე იმუშავეს და პრეზენტაციების საფუძველზე, ჟიურის მიერ შეფასდნენ. ჟიურის წევრებს შორის კი მაღალი საფეხურის მენეჯერები იყვნენ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა:  Amazon, PWC, EBRD, Grant Thornton, Business & Finance Consulting, GmbH, Caucasus Road Project, Galt & Taggart, Europe Foundation, European Business Association Georgia და სხვა.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი განათლების მხარდაჭერა და  ახალგაზრდების განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა. მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური კონკურსის განხორციელებაში, რომელიც მონაწილეებს როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ასევე რეალურ ქეისებზე დაყრდნობით პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. გვინდა მივულოცოთ გამარჯვებულებს და ვუსურვოთ წარმატება მომავალ საქმიანობაში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით; TBSC Consulting-თან ერთად,  წინ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ  სტიმული, არ გაჩერდნენ და გააგრძელონ განვითარება“, –  განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

„საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით განხორციელდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close