საქართველოს ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკიდან (BSTDB) 75 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა
29 მარტი, 2018- საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოს ბანკს 75 მილიონი ლარის (30 მლნ აშშ დოლარის) მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს, აღნიშნული დაფინანსება საქართველოში მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განათავსების გზით, ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის კიდევ ერთ წარმატებულ თანამშრომლობას მოეწერა ხელი. მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, ჰქონდეს წვდომა დაფინანსებაზე, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. ამავე დროს, ჩვენ როგორც წამყვან ბანკს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 34.4%), სესხებისა (საბაზრო წილი 32.4%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.9%) მიხედვით (2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა 2.3 მილიონ კლიენტს 281 სერვისცენტრის, 850 ბანკომატისა და 2,842 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) შესახებ:
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც დაარსებულია შემდეგი ქვეყნების თანამშრომლობის შედეგად: ალბანეთი, სომხეთი აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. BSTDB მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალის მოზიდვისა და პროექტების განხორციელების, ვაჭრობის დაფინანსების გზით, მისი წევრი ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორებში. ბანკის საწესდებო კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს. BSTDB შეფასებულია როგორც გრძელვადიანი “A” Standard and Poor’s ის მიერ. ასევე, როგორც “A2” Moody-ის მიერ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:www.bstdb.org
წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ დე-დოლარიზაციის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს, მხარდაჭერისათვის.“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
„გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს უმსხვილეს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან და ერთობლივად შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორის დაფინანსება, ამით კი ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამას- საბანკო სექტორში დე-დოლარიზაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს BSTDB-ის ადგილობრივი სავალუტო ოპერაციების მხარდაჭერისათვის. BSTDB-ი ოპერაციების დაფინანსების მიზნით გამოუშვებს ბონდებს, რომელსაც საჯაროდ განათავსებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას”,- განაცხადა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იგორ ლეშუკოვმა.
###
საკონტაქტო პირი მედიისთვის:
ხათუნა კაკაბაძე
599 206 246