ეკონომიკა

,,საქართველოს ბანკი” მშობლებისა და ბავშვებისთვის სახალისო ონლაინ გაკვეთილებს იწყებს

  1 ივნისი, 2020– საქართველოს ბანკი აგრძელებს საინტერესო პროექტების შეთავაზებას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკი sCool card-თან და „ჯიბის სტუდიასთან“ ერთად, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, სახალისო ონლაინგაკვეთილების სერიას იწყებს.

ონლაინ გაკვეთილების სერია მოიცავს მოძრავი სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნის 5 გაკვეთილს.  გაკვეთილის განმავლობაში ბავშვები და მათი მშობლები შეისწავლიან მარტივ  და პრაქტიკულ ხერხებს თუ როგორ უნდა დაამზადონ ფერადი ფურცლებისგან სამგანზომილებიანი სხავდასხვა ცხოველები თუ საგნები. ვიდეო გაკვეთილების სერია  მსურველთათვის სრულიად უფასოა. თითოეულ გაკვეთილზე მონაწილეები გაეცნობიან ახალ ტექნიკას და დაამზადებენ ოთხფეხა ცხოველებს, მოძრავ თოჯინებს, მხიარულ ავტობუსს და ა.შ. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ობიექტების დამზადების პროცესში მშობლების ჩართულობა სასურველია, ეს ონლაინ გაკვეთილს უფრო ეფექტურს გახდის. 8-9 წლის ასაკიდან ონლაინგაკვეთილში მონაწილეობის მიღება კი დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, რადგან ობიექტების შექმნის პროცესი ვიდეოებში დეტალურად არის აღწერილი.

იმისათვის რომ ბავშვებმა და მშობლებმა თავისუფლად შეძლონ ვიდეოს ნახვა,  ისინი  უნდა ეწვიონ ბმულს:  https://bit.ly/BOGpocketstudio

 

 

 

 

 

 

Related Articles

Back to top button
Close