ეკონომიკა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქტი წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინო დააგემოვნებინეს. 4-დღიანი შეხვედრების განმავლობაში, ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრების, ახალი აღმოჩენებისა და ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა.

„საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში.

Vinexpo Bordeaux 2019-ი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ფესტივალი Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო არენა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა დეგუსტაციები, ვორქშოპები, კონფერენციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. ღონისძიებას ესწრებოდა 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნის 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი. კონფერენციის განმავლობაში 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია გაიმართა. მათ შორის „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის მარნის“ ღვინოების დეგუსტაცია.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close