ეკონომიკა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება

9 ივლისი, 2021– საქართველოს ბანკისა და ProductTank Tbilisi-ს თანამშრომლობით, 12 ივლისს, მორიგი შეხვედრა სახელწოდებით- „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება.

ღონისძიება იმ 3 ქართულ სტარტაპს უმასპინძლებს, რომელთაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში გაიარეს. ისინი დამსწრეებს სწორედ საქართველოდან სან-ფრანცისკომდე განვლილ გზაზე დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ.

შეხვედრას Payze-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი – გეგა წურწუმია, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – ვანო ჩალაძე გაუძღვებიან. ასევე, Stack-ის თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი – დავით გავაშელი. ღონისძიების მოდერატორობას VRex Immersive-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ გოგოჭური გაუწევს.  შეხვედრის სამუშაო ენა ქართულია.

ღონისძიება Fabrika-ში, 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა, თუმცა უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის მიზნით, ProductTank მხოლოდ 50 სტუმარს უმასპინძლებს. დასწრების მსურველებმა აუცილებელია წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/279336445/

„აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა სტარტაპისთვის ზრდისა და პროდუქტის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. ამის ნათელი მაგალითი სწორედ ის სტარტაპები არიან, რომლებიც „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ -ს შეხვედრას გაუძღვებიან. სპიკერები სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც ვფიქრობთ განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბირებაზე ფიქრობს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, Stack-მა 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა უკვე როგორც საქართველოში, ასევე სან-ფრანცისკოში გაიარა. ხოლო Payze და Cargon 500 Georgia-ს გამარჯვებულები არიან და სულ მალე სან-ფრანცისკოში, 2-კვირიანი პროგრამის გასავლელად გაემგზავრებიან. პროგრამის მიზანი სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება, მათ საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება და ზრდის ხელშეწყობაა.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close