საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების კვირეული გაიმართება

27 მარტი, 2018- საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით ქალთა ყოველწლიური კონფერენცია – „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში” გაიხსნა. საქართველოს ბანკი განაგრძობს ქალ მეწარმეთა მხარადჭერას და მეორე წელია მხარს უჭერს აღნიშნულ კონფერენციას. ქალთა გაძლიერების რიგით  მე-4 ყოველწლიური კონფერენცია წელს უკვე კვირეულის სახით ტარდება, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ტექნიკურ პროფესიებში.

კვირეულის მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ქალთა გაძლიერების კვირეული USAID-ის პროექტის – „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, და „მეწარმე ქალთა საბჭო” (WBCG)-ის ორგანიზებით იმართა.

 „საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის  მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკონტაქტო პირი მედიისთვის:

ნინო ფოფხაძე

599 495 541

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close