საზოგადოება

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კახეთში სასტუმრო „Akhasheni Wine Resort“-ი გაიხსნა

   26 მარტი, 2018 – საქართველს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკისა და KTW ჯგუფის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად კახეთში, კერძოდ სოფელ ახაშენში საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო „Akhasheni Wine Resort“  გაიხსნა.

„Akhasheni Wine Resort“ KTW Group–ის ახალი პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. „Akhasheni Wine Resort“  გათვლილია, როგორც ადგილობრივ დამსვენებელზე, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში განთავსებულია 41 ნომერი, აქედან ორი ნომერი სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი სასტუმრო კახეთის რეგიონში, რომელსაც მსგავსი ტიპის ნომრები გააჩნია. „Akhasheni Wine Resort“-ში სტუმრებისთვის ასევე არის, საკონფერენციო და გასართობი სივრცეები, 4 საცურაო აუზი, ღვინის მარანი და ვენახი. სასტუმროს პროექტის ჯამური მოცულობა 2.3 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, პროექტების DCFTA–ის და „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში.

„თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი,  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა.  KTW ჯგუფთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და 10–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი წარმატებული პროექტისა. სრულიად ახალი სასტუმროს „Akhasheni wine resort“ -ის მშენებლობა კახეთის რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ღვინის ტურიზმის მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

###

საკონტაქტო პირი მედიისთვის

   „საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 33.3%), სესხებისა (საბაზრო წილი 31.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.5%) მიხედვით (2017 წლის 30 სექტემბრის  მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად).  „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა 2.3 მილიონ კლიენტს 278 სერვისცენტრის, 829 ბანკომატისა და 2,823 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

ხათუნა კაკაბაძე

599 206 246                

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close