საზოგადოება
საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის განცხადება
საქართველოს ადვოკტთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ულოცავს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის წევრს, მამუკა ნოზაძეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მოქმედი დამოუკიდებელი სოციალური ფონდის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევას. ასევე, ელგუჯა ჩხაიძეს დამოუკიდებელი სოციალური ფონდის გამგეობის წევრად არჩევას. პროფკავშირი ულოცავს ელზა ლეშკაშელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მოქმედი პრობონო კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას, ხოლო ლია მასიკაშვილს თანათავმჯდომარედ დამტკიცებას.
საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ამ გადაწყვეტილებებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მხრიდან მნიშვნელოვნად აფასებს და მადლობას უხდის საბჭოს თითოეულ წევრს ერთსულოვანი მხარდაჭერისათვის.