ჯანდაცვა

საფრანგეთში დადასტურდა, რომ ადამიანს, რომელსაც საქართველოში სიმსივნე დაუდასტურეს, ჯანმრთელია

,,წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა ჯანმრთელ ორგანიზმს ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების შემდეგ?"

   არა, შეიძლება შეცდე და გამოთქვა ეჭვი, რომ პაციენტს აქვს სიმსივნე, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს ტექნოლოგიური შესაძლებლობები გამოსაკვლევად და მაინც უდგენ მე-3 სტადიის დიაგნოზს, სასწრაფოდ უნიშნავ ქიმიო თერაპიის კურსს და პაციენტს ახდევინებ რამდენიმე ათას ლარს, სად ჯანდაბაში არის შენი ჰიპოკრატეს ფიცი?
დღეს საფრანგეთმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ადამიანს, რომელსაც მე-3 სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს საქართველოში და ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, სავსებით ჯანმრთელია. (წარმოგიდგენიათ რა დაემართებოდა ჯანმრთელ ორგანიზმს ამ კურსის ჩატარების შემდეგ?)
მე ვთხოვე პაციენტს, ნება მოეცა ჩემთვის, ამ თემაზე მომემზადებინა პუბლიკაცია და ის თანახმაა გავასაჯაროვო, როგორც მისი, ასევე სამედიცინო დაწესებულების და ექიმის ვინაობა. ასე რომ ახლო მომავალში დეტალურად მოგიყვებით, თუ რამდენი მსგავსი შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული და როგორ კლავენ ცოცხლად, უმძიმესი არასწორი დიაგნოზით, ჯანმრთელ ადამიანებს საქართველოში.
ნუგზარ (სულა)სულაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close