პოლიტიკა

“საუკუპაციო ზოლის გადმოწევის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს”

ზურაბ აბაშიძე ე.წ საოკუპაციო ხაზთან ახალი ბანერების დადგმას არ გამორიცხავს. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ამბობს, რომ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს.

ზურაბ აბაშიძემ დღეს სტრასბურგსა და პრაღაში გამართული მოლაპარაკებები შეაჯამა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და რუსული მცოცავი ოკუპაცია მთავარი განსახილველი თემა იყო ევროპელ დიპლომატებთან და გრიგორი კარასინთან შეხვედრაზეც.

“ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომლებიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე, მათ შორის ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე, სოფელბერშუეთთან. ამ თემაზე იყო საკმაოდ დეტალური საუბარი. რაც შეეხება პრაღის ფორმატს, ითქვა რომ სავაჭრო ურთიერთობები გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები აღდგა რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები არ აისახა რუსეთის პოლიტიკაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს პოლიტიკის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა და რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას ხაზი გაუსვეს. 

„ზოგადად იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ასეთი ერთ-ერთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე დაიწყოს საუბარი, ოსეთის დე ფაქტი ხელისუფლებასთან, ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე ფატო ხელისუფლებასთან ამაზე რაიმე სახის მოლაპარაკებებს. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი მხრიდან, საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით, ეს პროცესი შეჩერდეს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close