საზოგადოება

,,სასამართლომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარება არ შეაჩერა”

,,თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შეჩერება. ხვალ არჩევნებია!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,ახალგაზრდა ადვოკატების” თავმჯდომარე, არჩილ კაიკაციშვილი.

ხვალ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტურზე ორი კანდიდატიუ დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია იყრიან კენჭს. შეგახსენებთ, რომ დავით ასათიანი პირველ ტურზე პირველ ადგილზე გავიდა და  დაახლოებით 500 ხმით გაუსწრო ლევან ჯანაშიას.

ადვოკატები კოლეგებს არჩევნების მისვლისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, არ დაუშვან ასოციაციის გახლეჩვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close