საზოგადოება

საპროტესტო აქციის-„არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ მონაწილეები ახალსოფლიდან ბერშუეთის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

საპროტესტო აქციის – „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ მონაწილეები ახალსოფლიდან ბერშუეთის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ წუთებში ახალსოფელთან იკრიბებიან, საიდანაც ბერშუეთისკენ გაემართებიან. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ისინი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ.

როგორც აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა განაცხადა, ახალგაზრდების ჯგუფი გეგმავს, რომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ღამე გააათენოს. მისივე თქმით, აღნიშნული აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.

აქციის მონაწილეები რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close