სამ თვის განმავლობაში საქართველოში 11 349 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა _ საზარელი სტატისტიკა
სამ თვეში, ავტოავარიის შედეგად დაღუპული 113 ადამიანი და 14 ქვეითი. საზარელი სტატისტიკა და მომატებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამი თვის განმავლობაში საქართველოში 11 349 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ქვეყანა კრიტიკულ ზღვარზეა.
2019 წლის ივლისიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მომხდარ ავტოკატასტროფას 113 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2176 დაშავდა. დაღუპულთა შორის 14 ქვეითი იყო.
11 349 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 1 544 ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სხვადასხვა კოდექსით დაიწყო.ავტოსაგზაო შემთხვევათა ხშირი ეპიცენტრი სწორედ, ქალაქი თბილისია, 3 თვეში 16 ადამიანი დაიღუპა და 6225 შემთხვევა დაფიქსირდა.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სავარაუდო გამომწვევი მიზეზები euronews.ge-თვის ცნობილია, 3 თვის განმავლობაში მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების 81 და გადასასვლელზე გავლის წესების დარღვევის 56 შემთხვევა დაფიქსირდა. ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი 34-ს აჭარბებს.
ელენე მეტრეველი