საზოგადოება

სამწუხარო ამბავი აბიტურიენტებისთვის! – ამით გურიას მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკარგება (ექსკლუზივი)

ექსკლუზივი-სკანდალი

ახლახან გაირკვა, რომ ფოთში, ხულოსა და ოზურგეთში საგამოცდო ცენტრი აღარ იქნება. ეს სიახლე განსაკუთრებით მტკივნეულად გურიაში აღიქვეს (ოზურგეთის საგამოცდო ცენტრი გურიის რეგიონს ემსახურებოდა). აბიტურიენტები, პედაგოგები, მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველი, რომ რეგიონის სინამდვილეში ეს უკანგადადგმული ნაბიჯია და ამით გურიას გარკვეული ფუნქცია ეკარგება. აბსოლუტურად არაა გათვალისწინებული აბიტურიენტების ინტერესები და, მესამე, სამუშაო მოაკლდათ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც 12 წელია, კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.

euronews.ge -მ აბიტურიენტები გამოკითხა და მათ შორის ამ ნაბიჯით კმაყოფილი არც ერთი მათგანი აღმოჩნდა.

მ.ნ.: ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან გამოცდები ისედაც არაა ადვილი.. თანაც ჩვენ მიმდინარე წელს იმდენი სიახლე დაგვატყდა თავს. აქ, ჩვენს მშობლიურ რეგიონში, გაცილებით დაძლეულია გამოცდის ბარიერი (ღელვას ვგულისხმობ), თანაც 5 გამოცდას ვაბარებ და ხუთივეზე სხვა რეგიონში მიწევს წასვლა.

 ლ.ქ. რა თქმა უნდა, არ მივესალმები ამ სიახლეს.

ბ.ჩ. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს ცენტრის გაუქმება. ვიცი, რომ ძალიან კარგი ცენტრი იყო. გამიძნელდება, რადგან გამოცდაზე ისედაც სანერვიულო გვაქვს და ახლა ასე შორს მომიწევს წასვლა.

მარიამ რამიშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close