,,სამშობლოდან, იძულებით ემიგრაციაში საუკეთესო ქართველობაა გაძევებული”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იძულებით ემიგრაციაში სამშობლოდან საუკეთესო ქართველობაა გაძევებული . ჩვენს ამასწინანდელ მოწოდებას საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში დიდი შვიდეულის სამიტთან დაკავშირებით მოგვეწყო ანტისაოკუპაციო აქცია გამოეხმაურა უამრავი მამულიშვლი როგორც საფრანგეთიდან, ასევე ესპანეთთიდან და საერთოდ, ევროპიდან. ისინი მზად იყვნენ, თავისი ხარჯებით გადაელახათ ასობით, ათასობით კილომეტრი, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ ენახა, რომ ჩვენი ხალხი არ შეურიგდება საქართველოში დიდმპყრობელურ, ანექსიურ, შემოღობვით პოლიტიკას კრემლისას. იმის გამო, რომ არა მარტო ამ ქალაქში, არამედ ახლომდებარე პუნქტებშიც კი აიკრძალა აქციების ჩატარება და იყო საშიშროება, დაეკავებინათ ან გამოედეპორტებინათ ჩვენი ისედაც გამწარებული თვისტომნი, ეს ღონისძიება გადაიდო უფრო უსაფრთხო გარემოში ჩატარებამდე. ახალი თარიღი და ადგილი დამატებით იქნება გამოცხადებული.მე უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო მონაწილეობა დაგეგმილ მანიფესტაციაში.მე კიდევ ერთხელ გამიმყარდა რწმენა, რომ ასეთი ღირსეული შვილები აუცილებლად აღადგენენ დიდ საქართველოს.