საზოგადოება

,,სამუდამოდ უნდა დაიგმოს სუმგაითის, ხოჯალის და აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონთან დაკავშირებული სისხლიანი მოვლენები”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ დღეს მეზობელ აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში შესაბამისად აღინიშნება ხოჯალისა და სუმგაითის მსხვერპლთა დღე, დღე, როდესაც ორ ქვეყანას შორის დანთებულ კონფლიქტს შეეწირა უამრავი მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ქალები, მოხუცები, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები ორივე მოძმე ერიდან. ეს საშინელება კავკასიაში აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს. სამუდამოდ უნდა დაიგმოს სუმგაითის, ხოჯალის და აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონთან დაკავშირებული სისხლიანი მოვლენები. ჩვენ ყველა ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები ან შევიგნებთ, რომ ამ მიწაზე უნდა ვიცხოვროთ ერთად, მშვიდობით, მომავლის შენებით ან უკან ყურებით, სიძულვილით, ძალადობით გადავაშენებთ ერთამენეთს და ამ კურთხეულ მიწაზე მოვლენ სხვები, რომლებიც უფრო ღირსეულად მიხედავენ იმ სამოთხეს, რაც ღმერთმა ჩვენთვის გაიმეტა და რასაც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ვაფასებთ.

Related Articles

Back to top button
Close