საზოგადოება

,,სამი ასოდან ყველაზე ხმამაღლა რომელიც ჟღერს, ის ხართ”

,,ძალიან გიყვართ კულინარიული გადაცემები და ჟურნალებში საჭმელების ფოტოების თვალიერება? – თქვენ აშკარა ან ფარული ღორმუცელა ხართ.
ძალიან გიყვართ სპორტული ასპარეზობები და ტოტალიზატორების სტუმარი ხართ? – თქვენ სხვისი წარმატების ნაწილად ყოფნას ცდილობთ.
მთელ ცხოვრებას სხვების ბოზობის კვლევაში და ჭორების შეგროვებაში ატარებთ? – თქვენ არარეალიზებული ან ხელმოცარული ბოზი ხართ.
მუდმივად რაღაცას ინანიებთ, რაც ჯერ არ ჩაგიდენიათ? – პოტენციური კრიმინალი ხართ. მუდმივად სხვის მიერ ჩადენილი კრიმინალის აღმოჩენაში ხართ და ცუდ ამბებზე გიჟდებით? – საშინელებათა ვნებიანი თანაგანმცდელი ხართ, მაშასადამე იგივე სურვილები თქვენშიც ტრიალებს.
ერთი მთავრობა იმიტომ არ მოგწონთ, რომ თქვენ არ ჩაგივიდათ კალოში, მაგრამ თქვენ თუ მოხვდებით მათ ადგილას, გატრუნული იდიოტი ხდებით, რომელიც ყველა პრინციპს და ყველა კრიტიკის უნარს კარგავს? – სამი ასოდან ყველაზე ხმამაღლა რომელიც ჟღერს, ის ხართ.

პოპულარულ ჟურნალებში რომ ფსიქოტესტების დასკვნებია ხოლმე და ვაიმეეე, აი, ზუსტად! როგორ დამემთხვა!!! – გიხარიათ, – ასე იქმნება ეგ ტესტები, ერთი ხელის მოსმით.
ნამდვილი ფსიქოტესტირება თუ გნებავთ, მობრძანდით კამარაში” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close