სამართალი და კრიმინალი
სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციიით სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულებულია.
ჯავშანტექნიკა ტერიტორიას უკვე ტოვებს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით ლიკვიდირებულია 1 ბრალდებული.
სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ გვიან დაიწყო. სამართალდამცველებმა შტურმი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელეს. სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა 1 სპეცრაზმელი, რომელიც ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო ჯაშანტექნიკა, რომელიც სპეციალურად ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა სრულად იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია, სუს-ი და კრიმინალური პოლიცია.