მომღერალი სალომე კორკოტაშვილი მეორე შვილის დედა გახდა, მას გოგონა შეეძინა: „შობის ყველაზე ლამაზი საჩუქარი”, – დაწერა მან.
სალომე საქართველოში ცნობადი სახის, გია კორკოტაშვილის, ქალიშვილია. პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა. მომღერალს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს.
რამდენიმე წლის წინ სალომე ინგლისში გათხოვდა. მისი ქმარი ინგლისელია. მათი პირველი საერთო შვილიც ინგლისში დაიბადა.