პოლიტიკა

საერთაშორისო სკანდალი _ მერკელი საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად არ ჩავა?

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარშის ლიდერი:

_ სამთავრობო წყაროდან საქართველოს ხელისუფლება ემუდარება მერკელს, რომ საოკუპაციო ხაზთან ერთად მივიდნენ. ფრაუ მერკელმა კატეგორიული უარი უთხრა ხელისუფლებას და ის მხოლოდ თავის დელეგაციასთან მიემგზავრება. ეს არის უდიდესი დიპლომატიური სკანდალი, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კონფლიქტის ზონაში სტუმარი მასპინძლის გარეშე არ ჩადის.

ფრაუ მერკელის უარი ნიშნავს, რომ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ის საქართველოს არ აღიარებს სრულფასოვან მასპინძლად. ასევე, უმნიშვნელოვანესია და ქართული დიპლომატიის კრახია ის, რომ ფრაუ მერკელმა კატეგორიული უარი განაცხადა ტერმინ “ოკუპაციის” ხსენებაზე. ყველაფერი ეს არის სახელმწიფოს და ხელისუფლების სრული კრახი !!!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close