საზოგადოება

,,საერთაშორისო სამართალმა, გლობალური უსაფრთხოების მექანიზმებმა და დიპლომატიამ კრახი განიცადა”

,,სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნის მსოფლიოში არ აღმოჩნდნენ ისეთი ძლიერი ლიდერები, რომლებიც თავიდან ააცილებდნენ ამ კატასტროფას უკრაინას და ევროპას"

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ფბ პოსტი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან დაკავშირებით:
არასამართლიან და ამორალურ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევ. შეიძლება დაიკავო ტერიტორიები, გაანადგურო ინფრასტრუქტურა, დახოცო ადამიანები, მაგრამ ისტორიული კანონზომიერება ყოველთვის მიგიჩენს სამარცხვინო ადგილს.
ტრაგიკულია, რომ საერთაშორისო სამართალმა, გლობალური უსაფრთხოების მექანიზმებმა და დიპლომატიამ კრახი განიცადა.
სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნის მსოფლიოში არ აღმოჩნდნენ ისეთი ძლიერი ლიდერები, რომლებიც თავიდან ააცილებდნენ ამ კატასტროფას უკრაინას და ევროპას.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close