საზოგადოება

სად აპირებენ ელიავას ბაზრობის გადატანას?

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ, ბაზრობის სხვა ტეროტორიაზე გადატანის საკითხი უფრო აქტუალური გახდა. როგორც შევიტყეთ, ხანძრის გაჩენიდან პირველივე დღეს, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა განაცხადა, რომ გეგმა უკვე მერიაშია წარდგენილი. ჯგუფის თქმით, დოკუმენტში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებს. სამუშაო ჯგუფი მერიას სთავაზობს გეგმას და დანარჩენი მერიამ უნდა გადაწყვიტოს. ,,მერიამ შეიძლება ხვალვე გადაიტანოს ბაზრობა, შეიძლება, საერთოდ არ გადაიტანოს. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვაფიქსირებთ იმას, რომ არავის ხარჯზე არ უნდა გადავიდეს ეს, არავინ უნდა დაიჩაგროს და შეწუხდეს ამით”, – განაცხადა არჩილ ბარბაქაძემ.

მაინც სად შეიძლება ისურვოს მერიამ ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანა? დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ ელიავას ბაზრობა ჩინური კომპანიის მიერ ვაზისუბანში აშენებულ საკმაოდ დიდ შენობაში უნდა გადაიტანონ. ეს შენობა ახლახანს დასრულდა და ერთი პერიოდი, მისი მეპატრონეები იქ ფართების გაქირავების შესახებაც ავრცელებდნენ ინფორმაციას. შენობა თითქოს ივნისში უნდა გახსნილიყო, მაგრამ ფაქტია, არ გახსნილა. ახლა შენობის გარე მოპირკეთება მიმდინარეობს და ეზოში მწვანე მცენარეებს რგავენ. ვის უმზადებენ სინამდვილეში ამ ყველაფერს, უცნობია. არ არის გამორიცხული, გავრცელებული ხმები, რომ იქ ელიავას ბაზრობას გადაიტანენ, შეიძლება გამართლდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close