სადისტრიბუციო მანქანიდან საბავშვო ბაღების გასაღებები მოიპარეს – რას ჰყვება ,,ნილი”-ს დირექტორი
,,ეს პური არის ოთხკუთხედი. პური რომელშიც დანა აღმოჩნდა, არის ბატონი პური. ყველა ბაღს ვამარაგებთ ოთხკუთხედი პურით. ეგ პური ჩემი არ არის, საიდან მოხვდა ბაღში, არ ვიცი” _ განაცხადა კომპანია ,,ნილი”-ს დირექტორმა კახა გიორგაძემ. ის ამტკიცებს, რომ სახეზეა დივერსია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ერთი კვირის წინ კი სადისტრიბუციო მანქანიდან 23 ბაღის გასაღები მოიპარეს. გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ პურში ჩადებული დანა, საბავშვო ბაღში კონკურენტებმა შეიტანეს.
თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით კომპანია ,,ნილი” ამარაგებს. პურპროდუქტები კომპანიის საცხობში ცხვება და შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაწილდება.
კახა გიორგაძე:
_ ბაღების მომარაგება დავიწყეთ 15 იანვრიდან. ვამარაგებთ ხარისხიანი პროდუქციით. რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას, გუშინ იყო და ბანანით ბავშვები მოიწამლნენო. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, არავითარი მოწამვლა არ ყოფილა, რადგან ენტეროვირუსი ჰქონდათ. ასევე, ჩვენი სადისტრიბუციო ნამქანიდან მოიპარეს 23 ბაღის სასადილოს გასაღები. რა თქმა უნდა, ვიღაცამ იცოდა, რომ ეს გასაღებები ამ მანქანაში იდო. რა აზრი ჰქონდა გასაღებების ქურდობას, არ ვიცი. მივართეთ სამართალდამცავებს.
შს სამინისტროში ადასტურებენ, რომ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
ვის ხელშია ამჟამად თბილისის 23-ე ბაღის გასაღები და როგორ გამოიყენებს მას, უცნობია. ბაღებში კი, რომლის გასაღებებიც მოიპარეს, საკეტები ჯერ არ შეუცვლიათ. ამის შესახებ ბაღების სააგენტოსთვის არც სამართალდამცავებს და არც მომმარაგებელ კომპანიას არ უცნობებიათ. კახა გვანცელაძის იწყებაში კომანტარს არც პურში ნაპოვნ დანაზე აკეთებენ და არც დაკარგულ გასაღებებზე.