საზოგადოება

,,სადაც ამ ფრაზას გაიგონებთ, იცოდეთ, რომ იქ სუსია”

,,შეცდომაში ნუ შეაყვანინებთ თავს ნურავის"

,,საკმაოდ ბევრი აქციის ივენთი გაკეთდა რეგულაციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
საზოგადოების ფართო პროტესტს გრძნობს ხელისუფლება და გამოჩდნენ ისეთი ადამიანები სხვადასხვა ჯგუფებში და განხილვებში, რომლებიც ქადაგებენ სუსის ნარატივს, რომ თურმე პოლიტიკოსები არ უნდა გავიკაროთ აქციებზე.
ნებისმიერი საპროტესტო ღონისძიება, სადაც ამ ფრაზას გაიგებთ ორგანიზატორებისგან, იცოდეთ, რომ ის დასაწყისშივე განწირულია კრახისთვის, რადგან პროცესი სრულად მართულია ხელისუფლების მიერ.
ასე რომ, შეცდომაში ნუ შეაყვანინებთ თავს ნურავის. წარმატების ერთადერთი ფორმულა ერთად დგომა და ერთად ბრძოლაა!” _ წერს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი მიშკა ქუმსიშვილი.
აღნიშნულ ფეისბუქპოსტს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ასე გამოეხმაურა: ,,სადაც ეს ფრაზაა, ყველგან სუსია”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close