საზოგადოება

,,სადაცაა საშხაპეები და სამზარეულო მიედგმება ატენის სიონს”

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ ბოლო-ბოლო რა გახდა გამოძიების დაწყება, ან იმის თქმა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და ისინი, ვინც ატენის სიონთან მიმდინარე მშენებლობაზე ხმაური ატეხეს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანესო?!

ბატონო მთავარო პროკურორო, ბატონო მინისტრო,

ან ასე თქვით, ან ისე, თორემ სადაცაა საშხაპეები და სამზარეულო მიედგმება ატენის სიონს და ამ უკანონობის შეჩერება უფრო გართულდება!

ვიცი, რომ ცილისწამების მუხლით ვერავინ გასამართლდება, გამომდინარე აქედან, ამ მუხლით ვერც ვერავინ დაისჯება, მაგრამ ამ ბრალდებით გასამართლებაზე უარესი იქნება, თუ თქვენდამი დაქვემდებარებული უწყებები – შსს, ან პროკურატურა რომ გააკეთებს განცხადებას და მკაფიოდ იტყვის, რომ ატენის სიონთან მიმდინარე მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და ჩვენ ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო რესურსი (დრო, ფინანსები, ენერგია) სულ ტყუილად დავხარჯეთო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ იმ წუთიდან მოწეპებული გვექნება ცილიმწამებლის იარლიყი და პირადად მე კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ხმის ამოღების მორალურ უფლებას დავკარგავ!

განმარტების სახით – ატენის სიონიდან რამდენიმე მეტრში სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. გორის რიაონული პოლიცია მოკვლევას აგრძელებს. გუშინ გამომძიებელმა ბრძანა, რომ დაახლოებით ორ კვირაში გადაწყდება გამოძიების დაწყება-არდაწყების საკითხი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს პროკურატურა/POG

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close