პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა – 27 აპრილამდე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა – 27 აპრილამდე.

“ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა. შემდგომი 2-3 კვირის მანძილზე ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში. აქედან გამომდინარე, ხელსუფლების მოქმედებებს კიდვ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება” – თქვა პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 მარტს გამოცხადდა და ის ერთი თვის ვადით დაინიშნა, დღეს კი, 21 აპრილს დრო ამოიწურა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელახლა უნდა გამოსცეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება. პრეზიდენტის ბრძანება ძალაში შედის პრემიერმინისტრის ხელმოწერიდან და 48 საათის განმავლობაში ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ამ დრომდე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალული იყო 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ავტომობილებით გადაადგილება, მოქმედებდა ასევე ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავდა. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

წყარო: ტაბულა

Related Articles

Back to top button
Close