საზოგადოება
საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ფაროსანას გამო შეწყდა

აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის განცხადებით, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, სასწავლო პროცსესი კი ხვალაც შეწყვეტილი იქნება. მისივე თქმით, მწერები გუშინ ბაღის ხელმძღვანელმა შენიშნა.
წყარო:pirveliradio.ge